რევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად
„ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, არის ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„რაც უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას, მით უფრო წინ წავალთ, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ეკონომიკური ზრდის მეტ პოტენციალს აჩენს, ეკონომიკური გაძლიერება კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მას მრავალმხრივი პრობლემები დახვდა.
„ჩავედი ერთ-ერთ ობიექტზე, ეს იყო სკოლის მშენებლობა. ხარისხი იყო არადამაკმაყოფილებელი. როცა კონტრაქტორს ვკითხე რატომ იყო ასეთი ცუდი ხარისხი, გაკვირვებულმა შემომხედა და მისი პასუხი იყო, რომ რა ფასადაც მან მოიგო ტენდერი იმ ხარისხის მშენებლობას აწარმოებდა.
ამ მარტივ პასუხში ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება. ერთი ის, რომ ფასწარმოქმნა იყო არასწორი, მეორე ის რომ დამკვეთიც და შემსრულებლები იცოდნენ, რომ ხარისხის მიმართულებით არ იქნებოდა შესაბამისი მოთხოვნები, ზეპირსიტყვიერი შეთანხმებასავით არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
1792250863
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკომისიაზე: კვლავ არ იმჩნევენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თუ ევროკომისიაში საღად დაიწყებენ აზროვნებას, ეს იქნება ნიშანი, რომ შეიძლება, ურთიერთობა გადაიტვირთოს. „კვლავ არ...
1792249757
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ, მედიასთან საუბრის დროს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის შესახებ აგორებულ ხმებზე, რომ თითქოს, ირაკლი კობა...
1792249709
ახალი ამბებიგოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, ლუკა სილაგაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია! ლუკა სილაგაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია! აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ჯაჯვანმა 3 ოქროს მედალი მოიპ...
1792247367
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი...
1792246599
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში
„პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირვე...































