ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის მოქალაქეებზე ირანის თავდასხმების გამო თეირანის მცხოვრებლები ფასს გადაიხდიან
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი იმუქრება, რომ ისრაელის საცხოვრებელ უბნებზე ირანის სარაკეტო დარტყმების პასუხად, რამაც სულ მცირე 21 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით კი დაიჭრა, თეირანის მოსახლეობა დაზარალდება.
„თეირანის ამპარტავანი დიქტატორი შეშინებულ მკვლელად იქცა, რომელიც ისრაელის სამოქალაქო ფრონტს ესვრის, რათა ხელი შეუშალოს ისრაელის თავდაცვის ძალებს თავდასხმების გაგრძელებაში, რომლებიც მის შესაძლებლობებს ანადგურებს“, - ნათქვამია კაცის განცხადებაში, რომელიც, როგორც ჩანს, ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მიემართება.
„თეირანის მცხოვრებლები გადაიხდიან ფასს და ეს მალე მოხდება“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
ცნობისთვის, ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება 12-13 ივნისის ღამეს დაიწყო, როდესაც ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამისა და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა, რასაც ირანმა იერიშითვე უპასუხა.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























