მაკა ბოჭორიშვილი: მთავარი არის უსაფრთხოება, ყველა ქვეყნისთვის ალბათ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ არ იყოს ომი - მშვიდობა გაძლევს შემდეგ ბევრი რაღაცის შესაძლებლობას. როდესაც ეს არ არის, მერე ყველაფერი მეორეხარისხოვანია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გამოწვევები ყველა მხარეს არის გაშლილი.
„გამოწვევა ბევრია - ზოგადად რაც ხდება დღეს მსოფლიოში. ყველა პერიოდს თავისი გარდატეხები ჰქონდა, მაგრამ ძალიან დიდი გარდატეხები ხდება და ამ პროცესში რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ისეთ გეოგრაფიაში, როგორშიც ჩვენ ვართ, ეს გამოწვევები ყველა მხარეს გაშლილია. ამიტომაც არის ძალიან ხშირად ეს ეგზისტენციალური გამოწვევა პრობლემა, რომელიც შენი ქვეყნის არსებობასთან არის დაკავშირებული. ამას შევეჯახეთ ჩვენ, ასეთ პერიოდში გვიწევს მართვა ქვეყნის, ასეთ პერიოდში გიწევს საერთაშორისო არენაზე შენი ადგილის მონიშვნა - როგორ მონიშნავ, რით ინიშნები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა მინისტრმა.
მან მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ გლობალურ პოლიტიკაში შენ გადამწყვეტი როლი გაქვს და გადამწყვეტი სიტყვა გეთქმის. თუმცა, სწორად როგორ უნდა მოარგო შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის ინტერესი ამ ცვლილებებს და ამ დიდ თამაშში სწორად როგორ უნდა გაიყვანო შენი ქვეყანა სამშვიდობოს, პირველი ეს არის. მთავარი არის უსაფრთხოება, ყველა ქვეყნისთვის ალბათ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, მშვიდობა გაძლევს შემდეგ ბევრი რაღაცის შესაძლებლობას. როდესაც ეს არ არის, მერე ყველაფერი მეორეხარისხოვანია. დღეს ამ გამოწვევის წინაშე დგახარ, რომ გქონდეს მშვიდობა. ჩვენ ისეთი თაობის წარმომადგენლები ვართ, ბევრი ვნახეთ, საშინელი პერიოდები გაიარა ქვეყანამ. ეს ყველაფერი მიდის ზუსტად იქამდე, რომ თუ არ გაქვს მშვიდობა, ამ ყველაფერს ვერ მისცემ მომავალ თაობას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1772385555
ახალი ამბებიგიორგი კალანდია: მიჭირს ავხსნა რა ხდება, როდესაც ჩვენ ვემსახურებით იმ საქმეს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრება. მე გამაოცა იმ ადამიანების „ჟივილ-ხივილმა“, რომ თითქოს და ალტერნატიულ აზრს გააქრობენ და ეს უხარიათ
გადაცემა „ჩვენ ქართველების“-ის წამყვანმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. კალანდიას თქმით, მისი გაოცება იმ ადამიანების რეაქციამ გამოიწვ...
1772384951
ახალი ამბებისოფო ნიკოლაიშვილი: ძალიან ტრაგიკულია ის სიტუაცია, როდესაც შენს კოლეგას უხარია შენი ცუდი, შენი დარბევა, დასანქცირება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხარ ძლიერი, უფრო რეიტინგული და უფრო პროფესიონალი
„იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. ნიკოლაიშვილის თქმით, ტრაგიკულია, როდესაც შენს კოლეგას შენი ცუდი...
1772383437
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით რომ ვნახავთ, რადგან ეს არის იმ უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ
ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თ...
1772383316
ახალი ამბებისოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...
1772381129
ახალი ამბებიირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბი...































