პაპუაშვილი რუსეთიდან საწვავის იმპორტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ვეუბნებით, ვთქვათ, ამაზეც წავედით და ავკრძალეთ, ხომ გააძვირებს? ამაზე ბრიტანეთის ელჩის პასუხი არის - „რას იზამ, ჩვენც გაგვიძვირდა, ძვირს ვიხდით, თქვენც ძვირი გადაიხადეთ“
ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოში რუსული გაზისა და საწვავის იმპორტის შეჩერების შესახებ, რასაც მისი ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩი მოითხოვს.
„ანუ საქართველოს მთავრობამ უნდა დააწესოს სანქცია, რომ ის, ვინც რუსეთიდან შემოიტანს რაღაცას, მას შეეხება სანქცია ანუ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს. ამ სანქციას პასუხი არ მოჰყვება?
ვეუბნებით, ვთქვათ, ამაზეც წავედით და ავკრძალეთ, ხომ გააძვირებს? ამაზე ბრიტანეთის ელჩის პასუხი არის, ვციტირებ: „რას იზამ, ჩვენც გაგვიძვირდა, ძვირს ვიხდით, თქვენც ძვირი გადაიხადეთ“. ეს არის მთელი ცინიზმი“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
იგი ევროკავშირის ელჩის პოზიციებზეც საუბრობს.
„„ჩვენ, ევროკავშირმა დავუწესეთ სანქციები მაგალითად, რუს ტურისტებს და ამით ვზიანდებითო, თქვენ უშვებთ, ეკონომიკა წინ მიდის და რატომ არ იზიანებთ თავსო? ჩვენ საწვავის და გაზის შესყიდვა შევამცირეთ და ამით დავზიანდით, ჩვენი ხალხი მეტ ფულს იხდის და თქვენი ხალხი რატომ არ იხდის უფრო მეტ ფულსო?“ ამას მართლა ბავშვური გაკვირვებით საუბრობს ევროკავშირის ელჩი. ერთადერთი მიზანი აქვთ, გვირაბში იყურებიან და გვირაბის ბოლოს ხედავენ რუსეთს, რომ რამენაირად რუსეთი დააზიანონ და გარშემო რა ხდება, ამას ვერ ამჩნევენ საერთოდ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
1772383437
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით რომ ვნახავთ, რადგან ეს არის იმ უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ
ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თ...
1772383316
ახალი ამბებისოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...
1772381129
ახალი ამბებიირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბი...
1772380512
ახალი ამბებიირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა - ILNA
სააგენტო ILNA-ს ცნობით, 1 მარტს თეირანში აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მეექვსე პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიღუპა. სააგენტოს მონაცემებით, ის საკუთარ რეზიდენციაში დაიღუპა თეირანის ნ...
1772377817
ახალი ამბებიმეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ მართლმადიდებელი სარწმუნოების
„ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპ...































