იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვას ითხოვენ

იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა ჯორჯია მელონიმ და ბარტ დე ვევერმა ევროკავშირს გარე საზღვრების უფრო ეფექტურად დაცვისკენ და იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ მათ რომში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დე ვევერმა და მელონიმ ხაზი გაუსვეს ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ ევროკავშირის სამხრეთ საზღვრების განმტკიცების აუცილებლობას.

„აბსოლუტურად მესმის, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპის სამხრეთი საზღვრის განმტკიცება. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აღმოსავლეთ საზღვარსა და იქ არსებულ საფრთხეებზე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გვაქვს სამხრეთ საზღვარიც - საზღვარი ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ. ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საზღვრის დახურვაზე“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

დე ვევერი მელონის მას შემდეგ შეხვდა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ათიათასობით მიგრანტიი ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში შეიჭრა. იტალიამ ესპანეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის დაუყოვნებლივ დააწესა სასაზღვრო კონტროლი, რომელიც გასულ კვირას კიდევ თხუთმეტი დღით გაგრძელდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს გარე საზღვრების უფრო ეფექტური დაცვისკენ.

„კვლავინდებურად მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ შენგენის ზონის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კავშირის გარე საზღვრები დაცული იქნება და თუ ყველა შეიტანს წვლილს მიგრანტების უკანონო გადამყვანების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა მელონიმ.

მელონისთან შეხვედრის დროს დე ვევერმა მხარი დაუჭირა ევროპული მიგრაციის ახალი პაქტის ყველა ასპექტის სრულ განხორციელებას, მათ შორის დაბრუნების უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას.

„მხოლოდ დაბრუნების საიმედო პოლიტიკის წყალობით შეგვიძლია ევროპული მიგრაციის პოლიტიკის წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი

1791958012

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...

ამინდი ამინდი

1791955095

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტზე: მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები - აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი

„მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი ევროკავშირის გაფართოებისა...

გიორგი ვოლსკ

1791954170

ახალი ამბები

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტა...

შიო მესამე: