სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზე შეთანხმების მხრივ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვსა და კიევს ეწვია, რათა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შემდგომი დიალოგისთვის ხელი შეეწყო.
უიტკოფის თქმით, რუსულ და უკრაინულ მხარეებთან შეხვედრების შედეგად „მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, განსაკუთრებით სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის მხრივ.
„პრეზიდენტი ტრამპი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს მკვლელობების შესაჩერებლად და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში მატარებლით 6 სექტემბერს ჩავიდნენ და სოფიას მოედანზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. დედაქალაქში ასევე ჩავიდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. მანამდე უიტკოფი და კუშნერი მოსკოვს ეწვივნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს.
At President Trump’s direction, United States negotiators visited both Moscow and Kyiv in order to facilitate additional dialogue to end the Russia-Ukraine War. Ahead of the trip, the Russians and Ukrainians agreed to a three-day no-shoot policy to enable these discussions to… pic.twitter.com/7oj7C2Qp2p
— Special Envoy Steve Witkoff (@SEPeaceMissions) September 7, 2026
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...
1791958715
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი
4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...




























