ჯეიჰუნ ბაირამოვი: ირანული მხარე დაგვპირდა, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებს, ჩვენ ველოდებით შედეგებს
ირანულმა მხარემ დრონებით გუშინდელი შეტევის სერიოზულად გამოძიების პირობა დადო. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარში სერიოზულად განვიხილეთ ეს საკითხი. ირანული მხარე დაგვპირდა, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებს და ჩვენ ველოდებით შედეგებს”, - განაცხადა ბაირამოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა გუშინ მომხდარი შეტევის შემდეგ შესაბამისი მითითებები გასცა.
„ამ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე გადავდგით დიპლომატიური ნაბიჯები, გაგზავნილია საპროტესტო ნოტა, გაიმართა სატელეფონო საუბარო ჩემს კოლეგასთან. ირანული მხარის მიერ დაწყებული გამოძიება საერთო პროცესის ნაწილია. აზერბაიჯანის უსაფრთხოება სახელმწიფოს მეთაურის მკაცრი კონტროლის ქვეშაა”, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ ირანის მხრიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა. ერთი დრონი ნახიჩევანის აეროპორტზე დაეცა, ხოლო მეორე - საჯარო სკოლასთან ახლოს. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მომხდარში ირანული მხარე დაადანაშაულა.
1772811181
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებუ...
1772809206
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან...
1772807434
ახალი ამბებიტრამპი - ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, ირანს დიდებული მომავალი ექ...
1772805767
ახალი ამბებიგია ვოლსკი: დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს - ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს
„დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვო...
1772804877
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ნინო ლომჯარიას თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერსაც იმაზე ესაუბრა, რასაც „იმედი“ ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება,სადაც ლომჯარია წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა და არ ყოფილა გერმანიის საელჩოში...































