ჯო ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა: არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ

"ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუს ხალხს უკრაინასთან ომი სურს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა არ ემუქრება რუსეთს.

აშშ-ს და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი იქ განთავსება. ჩვენ არ გვყავს სამიზნეში ამოღებული რუსი ხალხი. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას.

რუსეთის მოქალაქეებს მივმართავ: ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი  გსურთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.

„ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი და უკრაინა, ეს ეხება იმის დაცვას, რისიც გვჯერა. ეს ეხება მომავალს, რომელიც გვინდა მსოფლიოსთვის, ეს ეხება ქვეყნების უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ბედი, პრინციპებს რომ ქვეყანამ არ შეიძლება მეზობლის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს.

ეს ჩვენი ხედვაა და მჯერა, ეს ხედვა და თავისუფლება გაიმარჯვებს.

რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.

მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და დესტრუქცია, ამერიკის და პარტნიორების პასუხი იქნება გადამწყვეტი.

დღეს დასავლეთი არის ერთიანი, ნატო და მოკავშირეები არიან ერთიანი, როგორც არასდროს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ ერთგულია ნატო-ს წესდების და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს ნატო-ს ტერიტორიის ყველა ინჩს.

ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა, ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.

შეერთებული შტატების ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ხელშეუხებელია“, – აღნიშნა ბაიდენმა.

სხვა სიახლეები:

📍„ეს უბრალოება განასხვავებს ქვეყნის და ხალხის სამსახურში მყოფ ადამიანს ძალაუფლებას და სიმდიდრეს მოწყურებული ტირანისგან“ - საიას თავმჯდომარე ზელენსკის მიერ გავრცელებულ ოჯახურ ფოტოზე

📍საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791795942

საზოგადოება

კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია

„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...

კახა კალაძე

1791795429

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...

შალვა პაპუაშვილი

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი