კოლუმბიაში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, პანამერიკულ გზატკეცილზე ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, აფეთქება კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით, კაუკას დეპარტამენტში მოხდა. ბომბი ავტობუსში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად განადგურდა ან დაზიანდა ათობით ავტომობილი, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრამდე რადიუსში იმყოფებოდნენ. 14 დაღუპულის გარდა, სულ მცირე 38-მა ადამიანი დაშავდა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ თავდასხმაში მემარცხენე რადიკალი ამბოხებულები დაჯგუფება „ხაიმე მარტინესიდან“ დაადანაშაულა.

„ისინი, ვინც ეს თავდასხმა განახორციელეს... ტერორისტები, ფაშისტები და ნარკოტიკებით მოვაჭრეები არიან. მსურს, რომ ჩვენმა საუკეთესო ჯარისკაცებმა მათ დაუპირისპირდნენ“, - დაწერა პეტრომ X-ზე.

„ხაიმე მარტინესი“ არის დაჯგუფება, რომელიც შედგება მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია FARC-ის ყოფილი მებრძოლებისგან. ეს უკანასკნელი ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლას 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. 2016 წელს FARC-ი დათანხმდა განიარაღებას და ლეგალურ პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნა, თუმცა მისმა ცალკეულმა წევრებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს და საქმიანობა ახალი, მცირერიცხოვანი დაჯგუფებების შემადგენლობაში განაგრძეს.

კოლუმბიაში 31 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამ ფონზე რადიკალურმა დაჯგუფებებმა თავდასხმები მნიშვნელოვნად გაახშირეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777189268

ახალი ამბები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშე...

ნარკოტიკი

1777188370

ახალი ამბები

პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნო...

დაკავებადაკავება

1777188252

ახალი ამბები

პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკუ...

შემთხვევები

1777186965

საზოგადოება

პროკურატურა „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება

საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება...

პროკურატურა

1777184935

მსოფლიო

სასტუმროში, სადაც ტრამპი ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდა, სროლა იყო

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამზე, რომელი სასტუმრო Washington Hilton-ში იმართებოდა, კაცმა ცეცხლი გახსნა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინ...

სროლა აშშ-ში