პროკურატურა „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება

საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პროკურატურა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ სიუჟეტს ეხმაურება.

„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ.

ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან.

ასევე აღსანიშნავია,რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, მაგალითად: გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით, კვალიფიციურად განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხმის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას.

საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.", - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1777184292

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო მანდატზე უარს თქვა

ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. ამის თაობაზე მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ორბანის თქმით, მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს პარტია „ფიდესს“, იმ შემთხვევაში, თუ ყრილობაზე მხარს დაუჭერენ...

ვიქტორ ორბანი

1777182976

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა. შესაბამისი ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა. მედიის ცნობით, ამ გა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1777148037

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. მი...

ააა

1777147912

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ეს ფოტო-სქრინი მელაძის დღევანდელი გადაცემიდან არის. ფოტო ერთი - „მოწმე“ ორი. სხვა ფოტოს მოძებნაც კი დაეზარათ. ასეთი ტყუილია ზოგადად მისი ყველა სიტყვა, ზოგადად კი ეს ტელევიზია არის სიბინძურის და ჭორაობის ჭაობი

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემაზე წერს სადაც ნოდარ მელაძეს ერთი ადამიანის ფოტო ორი სხვადასხვა სახელით და გვარით აქვს გამოყენებული. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნოდარ მელაძ...

დავით ჩიხელიძე

1777145021

ახალი ამბები

გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მოჭიდავემ 97კგ წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა.

გივი მაჭარაშვილი