ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე, მათ შორის ჯარების განლაგებით და ნატოს ტერიტორიაზე სარაკეტო და დრონების ფარის შექმნით, რათა დაცული იყოს უკრაინის ინფრასტრუქტურა რუსეთის თავდასხმებისგან.

ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის პოსტს 2009 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა და დანიის პრემიერ-მინისტრი იყო 2001 წლიდან 2009 წლამდე, ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ პოლონეთის მსგავსი ქვეყნები საჰაერო თავდაცვის ასეთი სისტემების განთავსებაზე დათანხმდებიან, რუსეთი გაიგებს, რომ მათზე თავდასხმა მთლიანად ნატოს ალიანსზე თავდასხმის ტოლფასი იქნება.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს რუსული რაკეტებისა და დრონებისგან თავის დაცვაში, საჰაერო ფარის შექმნით, რომელიც უკრაინელებს რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში დაეხმარება. უკრაინის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნები შეიძლება გახდეს საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემის განლაგების ადგილი“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„თუ სტრატეგიაში ძირეულ ცვლილებებს არ განვახორციელებთ, ჩვენ მარადიული ომის პირისპირ აღმოვჩნდებით. პუტინს მშვიდობიან მოლაპარაკებებში ჩართვის სტიმული არ აქვს, ვიდრე ფიქრობს, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შეუძლია. საჭიროა ცვლილებები სისწრაფესა და აზროვნებაში“, - განაცხადა მან.

რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და მოუწოდა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775502572

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...

ტრამპი ტრამპი

1775500803

ახალი ამბები

🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს

NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...

რეკორდი რეკორდი

1775499762

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...

სოზარ სუბარი

1775499605

სოციალური მედია

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...

ილჰამ ალიევი

1775496205

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...

ტრამპი ტრამპი