ნიკოლ ფაშინიანი: ადრე თანამშრომლობის 85-90% ერთ ქვეყანასთან თუ ხდებოდა, ახლა ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და სხვა ქვეყნებთან
საგარეო პოლიტიკის ვექტორებისა და კავშირების დივერსიფიკაცია სომხეთის რებალანსირების პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ინტეგრაციულ პროცესებს, ევროპულ ინტეგრაციაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ პარტნიორების განცხადებები ულტიმატუმებად არ უნდა იყოს აღქმული.
„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერების განცხადება, რომლითაც ისინი მხარს უჭერენ რეფერენდუმის ჩატარების იდეას, არ არის მოთხოვნა, არამედ მეგობრული ჟესტი. ის აზრი, რომ რეფერენდუმი გარკვეულ მომენტში აუცილებელია, ჩვენ გვეკუთვნის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები იზიარებენ ამ პოზიციას და არ ეწინააღმდეგებიან სომხეთის ევროპულ დღის წესრიგს. საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები მუდმივად გამოხატავენ თავიანთ ინტერესებს და ეს ნორმალური პროცესია“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის განცხადებით, ამჟამინდელ კურსსა და წინა პოლიტიკას შორის მთავარი განსხვავება მონომიმართულებიანი მიდგომის სრულფასოვანი მრავალვექტორიანი თანამშრომლობით ჩანაცვლებაა.
„ადრე ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა. დღეს ჩვენ ვაშენებთ და ვავითარებთ ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან. ეს დაბალანსების აქტი ასევე აშკარაა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში: ადრე თანამშრომლობის 85-90% თუ ერთ ქვეყანასთან ხდებოდა, ახლა ჩვენ ათობით პარტნიორთან ვთანამშრომლობთ. მაისის აღლუმზე წარმოდგენილი იყო აღჭურვილობა და იარაღი შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც აშკარად ასახავს ამ დივერსიფიკაციას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
1787209067
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გა...
1787209021
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაც...
1787208163
ახალი ამბებისაექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ჯ...
1787206837
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ეს იქნება ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომისა და სრული იზოლაციის დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ ამერიკის ლიდერი Truth Social-ის საკუთ...
1787206082
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უზბეკეთს ეწვია
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ლევან მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია. 14 აგვისტოს, ქ. ტაშკენტში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო უზბე...































