პელე კიბოსგან გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოშია

ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი პელე კიბოსგან გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოშია. ლეგენდარული ფეხბურთელის ოჯახი სან-პაულუში ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოში შეიკრიბა, სადაც 82 წლის პელე ნოემბრის შემდეგ იმყოფება.

მას 2021 წლის სექტემბერში კიბო დაუდგინდა და მას შემდეგ ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.

ექიმების თქმით, ბოლო კვირებში კიბო ორგანიზმში გავრცელდა და თირკმელებისა და გულის დისფუნქციის საშიშროების გამო ყოფილი ფეხბურთელი მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.

ოჯახის თქმით, პელე საავადმყოფოში შობის შემდეგაც დარჩება.

პელე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. მან ფეხბურთის პროფესიონალურად თამაში 1956 წელს 15 წლის ასაკში დაიწყო და 1977 წელს დაასრულა. 22-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 1 363 თამაშში 1 279 გოლი გაიტანა, რაც გინესის მსოფლიო რეკორდია. პელე ერთადერთია, ვინც საერთაშორისო კარიერის განმავლობაში 3 მსოფლიო თასი მოიპოვა: 1958, 1962 და 1970 წლებში.

2012 წელს პელე FIFA-მ ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელად დაასახელა. 1999 წელს ის საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკუნის ათლეტად დაასახელა. 2000 წელს კი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ პელეს საუკუნის მსოფლიოს მოთამაშის ტიტული მიანიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ლავასოღლის" გადაწყვეტილება "არაქურდულად" სცნეს - დიდი გარჩევა კრიმინალურ სამყაროში

🔵თბილისში, ცოლ-ქმარი წამებით მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748854748

ახალი ამბები

კახა კალაძე: საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და სწორედ ეს არ მოსწონს ევროპელი ბიუროკრატების ნაწილს

„ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მხრიდან ხელისუ...

კახა კალაძე

1748853333

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: უგუნური ოპოზიცია ნელ-ნელა რწმუნდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, უფრო მეტ განცხადებას დავინახავთ იმის მხარდამჭერს, რომ შემოვიდნენ საარჩევნო ველზე

„უგუნური ოპოზიცია ნელ-ნელა რწმუნდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ისინი ნელ-ნელა გონს მოეგებიან და უფრო და უფრო მეტ განცხადებას დავინახავთ იმის მხარდამჭერს, რომ შემოვიდნენ საა...

ნინო წილოსანი

1748851127

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უც...

 უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე

1748849604

ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძე: თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები, ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი

„ყოველთვის უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო კამპანიაში. რომ არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგიტომაც ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში. თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საკმაოდ მძიმე საკითხად იქცა,...

ირაკლი კუპრაძე

1748847346

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საქართველოში ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ ყველასთან ურთიერთობისთვის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და გათვალისწინებით

„ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ყველასთან ღირსეულ, პარიტეტულ საფუძვლებზე აგებული ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...

ირაკლი კირცხალია