„პოლიტიკო” – აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად დონალდ ტრამპის მაგიდაზეა
აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო” სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და კანადის ოფიციალური პირები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აშშ-ის ადმინისტრაცია კანადას მოუწოდებს, გააუქმოს შარშან ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ მიღებული ზომები. მათ შორისაა კანადის ცალკეულ პროვინციებში ამერიკული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვა და ამერიკულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები. თავის მხრივ, ოტავა აშშ-ის მიერ ავტომობილებსა და სხვა საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირებას ცდილობს.
„პოლიტიკოს” სამიდან ორი წყაროს ინფორმაციით, შესაძლო შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კანადის მხრიდან რძის პროდუქტებზე მოქმედ სატარიფო კვოტასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებს. ეს საკითხი ტრამპის მიერ კანადის სავაჭრო პოლიტიკის კრიტიკისას არაერთხელ ყოფილა წამოჭრილი.მოლაპარაკებების მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ საკითხებზე მცირე შეთანხმების მიღწევა ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყობს ხელს.
1787078471
მსოფლიომასშტაბური კიბერშეტევა ლატვიაზე - დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს
ლატვიაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრი...
1787074535
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა. „სრული...
1787074099
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღ...
1787071946
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. „ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არც დაგეგმ...
1787068517
მსოფლიო„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს
Welt-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი სოციოლოგიური კვლევით, გერმანიაში მემარჯვენე პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის სათავეშია, ფრიდრიხ მერცის მმართველი კოალიცია კი მას მკვეთრად ჩამორ...






























