„მოსამართლეების, პროკურორებისა და პერსონალის წინააღმდეგ მიმართული ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“ - ჰააგის სასამართლო აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეებზე, პროკურორებსა და პერსონალზე ზეწოლა საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ როდესაც სასამართლო მოხელეებს კანონის გამოყენების გამო ემუქრებიან, „საფრთხის ქვეშ თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი დგება“.

„მოსამართლეების, პროკურორებისა და იმ პერსონალის წინააღმდეგ მიმართული ზომები, რომლებიც მუშაობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სახელმწიფოების მიერ მინიჭებული მანდატის შესასრულებლად, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“, - განაცხადეს სასამართლოს პრესსამსახურში.

გარდა ამისა, სასამართლოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ აპირებენ უკან დახევას თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისგან და გააგრძელებენ თავიანთი თანამშრომლების, ასევე, საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთა მხარდაჭერას.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გასული წლის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ სანქციებს უწესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ტომოკო აკანეს და სასამართლოს უფროს იურისტს აბდულაიე სეიეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787080602

სპორტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ფინალურ შეხვედრაში კობა ქარუმიძე (55 კგ) ირანელ არმინ საად შამსიპოურჰაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კობა ქარუმიძე

1787078471

მსოფლიო

მასშტაბური კიბერშეტევა ლატვიაზე - დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს

ლატვიაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრი...

სას

1787074535

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა. „სრული...

მამუკა მდინარაძე

1787074099

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღ...

პოლიტიკოსი

1787071946

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. „ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არც დაგეგმ...

დონალდ ტრამპი