რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ

 აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა X-ზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილ წერილზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ის, რაც გერმანიაში ახლა ხდება, აშშ-ისგან მკაფიო რეაგირებას მოითხოვს.

რობერტ კენედი მიმართვაში ამბობს, რომ გერმანიაში ათასობით ექიმს და მათ ათასობით პაციენტს პანდემიის პერიოდში პირბადეების ტარების, ან COVID-19-ის ვაქცინაციისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასჯელი ემუქრება.

როგორც კენედი თავის წერილში ხსნის, გერმანია მიზნად ისახავს იმ ექიმების დევნას, რომლებიც თავიანთ პაციენტებს პირველ ადგილზე აყენებენ, ხოლო მოქალაქეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. მას მიაჩნია, რომ გერმანიის მთავრობა ახლა არღვევს პაციენტი-ექიმის ურთიერთობას და მას საშიში სისტემით ცვლის, სადაც ექიმები სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ხდებიან.

კენედი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ სისტემას მოჰყვეს. ის ამბობს, რომ ამ დროს ექიმი არა პაციენტის ჯანმრთელობაზე, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავს. მისი თქმით, „არცერთი დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და გამჭვირვალობაზე, არ უნდა წავიდეს ამ მიმართულებით. პაციენტებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, მიიღონ პირადი სამედიცინო გადაწყვეტილებები იძულების, ან პოლიტიკური ზეწოლის გარეშე“.

კენედი გერმანიის მთავრობას მიმართავს, რომ შეცვალოს ეს მიდგომა. შეწყვიტოს ეს დევნა, აღადგინოს უსამართლოდ ჩამორთმეული ლიცენზიები, შეწყვიტოს იმ ექიმების დასჯა, რომლებიც კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და პატიოსნად ემსახურებოდნენ თავიანთ პაციენტებს და გერმანელ ხალხს მისცენ საშუალება, თავად მიიღონ ინფორმირებული სამედიცინო გადაწყვეტილებები.

„გერმანიიდან გავრცელებული ცნობები აჩვენებს, რომ მთავრობა უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ. სწორედ ამიტომ, პარასკევს წერილი გავუგზავნე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს. ჩემს წერილში მკაფიოდ განვაცხადე, რომ გერმანიას აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, შეცვალოს ეს მიმართულება, აღადგინოს სამედიცინო ავტონომია, დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაიცვას ის უფლებები, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს ქმნის“, - დაწერა მან X-ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768142128

საზოგადოება

წყალტუბოს გადასახვევი-მელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო...

გზების დეპარტამენტი

1768140476

მსოფლიო

ორბანი: ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს

 ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ამჟამინდ...

ორბანი:

1768139456

მსოფლიო

ნობელის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ მაჩადო ტრამპს თავის მშვიდობის პრემიას ვერ გადასცემს

 მარია კორინა მაჩადოს განცხადების შემდეგ, რომ სურს მშვიდობის დარგში მისთვის მინიჭებული ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცეს, ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ პრემიის სხვა ადამიანისთვის გადაცემა შეუძ...

ნობელის პრემია

1768139104

საზოგადოება

მეუფე შიო: ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ისინი გვეხმარებიან, ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული

 „ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა... წმინდა ანგელოზები გვეხმა...

მეუფე შიო

1768137161

მსოფლიო

ყოფილი შაჰის ვაჟმა ირანელებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

 ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანელი ხალხის გმირობას აკვირდება და მათ დასახმარებლ...

რეზა ფაჰლევიმ