დავით მათიკაშვილი: ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ

სამწუხაროდ, შეუძლებელია 100%-ით მოხდეს დანაშაულის პრევენცია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ნებისმიერ უწყებაში თუ ზოგადად საზოგადოებაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.

დეპუტატის თქმით, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია.

„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადად, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781427511

ახალი ამბები

კახეთში, სოფელ ჩაჩხრიალაში კაცი დაიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ ჩაჩხრიალაში კაცი ტბაში დაიხრჩო.  ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. უბედური შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე...

გარდაბანი

1781426677

მსოფლიო

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა. იტალიის დედაქალაქის ქუჩებში მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მომხრე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციების მიზეზი...

მიტინგები რომში

1781424631

მსოფლიო

ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეებმა ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ძვირად ღირებული სამშენებლო ობიექტის გარშემო ლითონის ბარიერები და მავთულხლართები გაარღვიეს. აქტივისტებმა მშენებლობის...

ალბანეთში საპროტესტო აქციები

1781422949

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: პოლიციელები იყვნენ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს

თორნიკე ჭეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომელიც 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხებოდა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოა...

თორნიკე ჭეიშვილი

1781421866

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: პირები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, მიეცემიან შესაბამის პასუხისგებაში. ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ იმ სისტემური და სისტემატური წამების მანქანის შემქმნელი რეჟიმისგან, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დგება და ზუსტად იგივე მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ ეს ფაქტი საზოგადოებას დაუმალა, - განაცხადა პარლა...

არჩილ გორდულაძე