რუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ცეცხლის შეწყვეტა იმ მიზნით მოხდა, რომ სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის რემონტი მოხდეს.
„როგორც მოსალოდნელია, უკრაინელი ტექნიკური სპეციალისტები მომდევნო დღეებში 330 კილოვოლტიან ხაზზე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ. ის საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 იანვარს დაზიანდა“, - განაცხადა ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) უფროსმა რაფაელ გროსიმ.
მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოებს IAEA-ის ექსპერტები დააკვირდებიან, რომლებიც ვენიდან ადგილზე უკვე გაემგზავრნენ.
გროსის თქმით. ატომური ენერგიის სააგენტო 10 ქვესადგურის ინსპექტირებას გეგმავს, რომლებსაც უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური - ევროპაში უდიდესია. მასში 6 ენერგობლოკი შედის, რომელთა ჯამური სიმძლავრე 6000 მგვტ-ია. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. 2022 წლის მარტიდან სადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
ამჟამად ატომური სადგურის ყველა რეაქტორი გაჩერებულია, მაგრამ მათ მუდმივი გაგრილება მაინც სჭირდებათ. დენის გათიშვის შემთხვევაში ამ ფუნქციას დიზელის გენერატორები ასრულებენ.
1768633631
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს,...
1768633428
ახალი ამბებიბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუ...
1768632457
მსოფლიოDeutche Welle - „რამზან კადიროვის შვილი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს“
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი ადამ კადიროვი ავარის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს ამის შესახებ Deitche Welle გამოცემა „კავკაზ რეალიი“-ზე დაყრდნობით იუწყება. ამ წყაროს ცნობით, ადამ კადიროვ...
1768630102
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 იანვარს ქუთაისში ნალექს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +1 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამ...
1768596367
ახალი ამბებიშუახევში კაცი დაჭრეს - გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო
შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უ...






























