სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.პ. და 1992 წელს დაბადებული გ.რ.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768632457

მსოფლიო

Deutche Welle - „რამზან კადიროვის შვილი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს“

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი ადამ კადიროვი ავარის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს ამის შესახებ Deitche Welle გამოცემა „კავკაზ რეალიი“-ზე დაყრდნობით იუწყება. ამ წყაროს ცნობით, ადამ კადიროვ...

რამზან კადიროვის შვილი

1768630102

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 იანვარს ქუთაისში ნალექს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +1 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამ...

წვიმიანი ამინდი

1768596367

ახალი ამბები

შუახევში კაცი დაჭრეს - გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უ...

ააა

1768595960

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ძალიან ვაფასებ, რომ ირანის ხელმძღვანელობამ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა გააუქმა, ამისთვის მადლობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ვაფასებ იმ...

დონალდ ტრამპი

1768593937

მსოფლიო

უკრაინული დელეგაცია ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინული დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კ...

აშშ და უკრაიანა