არჩილ გორდულაძე BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე: როგორც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, ზუსტად ანალოგიურად, ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა დონეზე

ყველა მექანიზმი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მათ შორის სამართლებრივ დონეზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე საუბრისას.

„როგორც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, იქნებოდა ეს სტრასბურგის სასამართლო თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულება, ზუსტად ანალოგიურად, ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა დონეზე. თუ საჭირო იქნება, BBC-ში განხილვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში გაგრძელდება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, შემდეგ სასამართლოში და რა თქმა უნდა, თუ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ჩვენ ვიტოვებთ საშუალებას, რომ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში და სიმართლე იქ ვამტკიცოთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.

საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.

ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768632457

მსოფლიო

Deutche Welle - „რამზან კადიროვის შვილი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს“

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი ადამ კადიროვი ავარის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს ამის შესახებ Deitche Welle გამოცემა „კავკაზ რეალიი“-ზე დაყრდნობით იუწყება. ამ წყაროს ცნობით, ადამ კადიროვ...

რამზან კადიროვის შვილი

1768630102

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 იანვარს ქუთაისში ნალექს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +1 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამ...

წვიმიანი ამინდი

1768596367

ახალი ამბები

შუახევში კაცი დაჭრეს - გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უ...

ააა

1768595960

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ძალიან ვაფასებ, რომ ირანის ხელმძღვანელობამ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა გააუქმა, ამისთვის მადლობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ვაფასებ იმ...

დონალდ ტრამპი

1768593937

მსოფლიო

უკრაინული დელეგაცია ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინული დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კ...

აშშ და უკრაიანა