"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც პასუხისმგებელია ომისთვის" - მსოფლიო პატრიარქი

კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში შესაძლო დანაშაულებისთვის. პატრიარქის აზრით, რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ბართლომემ აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთის სულიერ აღორძინებაში.

პატრიარქი ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა. მან თქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანამშრომლობდნენ უკრაინაში სამხედრო შეჭრის განხორციელებაში და, კერძოდ, უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან ძალდატანებით გაყვანაში. სწორედ ამაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ბართლომე გამოვიდა მოწოდებით, რომ რელიგიურმა და საერო ინიციატივებმა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მოახდინონ „ნეიტრალიზება მოსკოვის საპატრიარქოს უნარისა, ძირი გამოუთხაროს ერთობას და თეოლოგიურად დააკანონოს დანაშაულებრივი ქმედებები“. მაგრამ მას მართლმადიდებელი ეკლესიის მისიად მიაჩნია, „დააბრუნოს რუსი ძმები და დები ჩვენს თანამეგობრობაში, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება“, - იტყობინება „ამერიკის ხმა“.

სამშაბათს ლიეტუვის მთავრობამ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ შესაძლოა გაფართოვდეს მისი საპატრიარქოს ყოფნა ლიეტუვაში, მათ შორის - ეგზარქატის შექმნის ჩათვლით.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის ქადაგებებში და გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსეთი არასოდეს არავის არ დასხმია თავს“, და კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთის ქვეყნებსა და გარკვეულ ანტისაეკლესიო ძალებს სდებდა ბრალს. ის ასევე ამბობდა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინაში ქვეყანას იცავენ. კირილე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა ღირს ევრო და დოლარი დღეს? - 23 მარტის ვალუტის კურსი  

🔵 VIDEO:ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა - შსს მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747119287

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს: რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ

„კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რ...

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპ

1747119232

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს: გვაქვს იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან დაკავშირებით - მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა

იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა...

ირაკლი კობახიძე

1747118783

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლება კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას შეძლებს, რაც ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვაზე უსათუოდ აისახება

„ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატ...

ირაკლი კობახიძე

1747117972

საზოგადოება

გიორგი ხოჭავა: სააკაშვილის რეჟიმი არაადამიანურად მომექცა, კომისიის მიმართ ჩემი მოთხოვნა იქნება, დადგეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიკვიდაცია

საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იწყება. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს კიდევ ერთი დაზარალებული, გიორგი ხოჭა...

გიორგი ხოჭავა

1747117318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტს და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობაიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.  „რამდენიმე კვირ...

ირაკლი კობახიძე