დავით ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე „მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“: მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც „მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“, აღნიშნული განცხადების ამსახველ ვიდეოს კი სოციალურ ქსელში აზიარებს ავტორი.

ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს ისტორიის დაგვიანებულ დიაგნოზად აფასებს, „რომელმაც დაუშვა 2003 წელს ეს მანიაკალურ-ფსიქოპატიური მოვლენა სახელმწიფოს სათავეში“.

მისივე თქმით, სააკაშვილის გამოსვლა დეგრადირებული არსების პოლიტიკური მონოსპექტაკლია.

„ჯერ კიდევ „გუშინ“ ის „კვდებოდა“ და „გადასარჩენად“ კომფორტულ კლინიკაში ხან კიევიდან მოზარდთა ენურეზის მკურნალს იწერდა, ხან ლონდონიდან - ფსიქიატრიის ცნობილ პროფესორს. შუალედში ხან საკუთარი განავლით კალათბურთს თამაშობდა პალატაში, ხან ამ განავალს პოლონელ სტუმრებს ატანდა ქვეყნის გარეთ, საბაჟო დეკლარაციაში შეტანის გარეშე. პარალელურად - დემენციას ამარცხებდა და როგორც ჩანს, ბუნებრივი ინტელექტის უკანასკნელ „წვეთებს“ ემშვიდობებოდა, რათა საბოლოოდ ხელოვნურზე გადასულიყო და საკუთარი არანაკლებად შეშლილი სექტანტების წინაშე - დღეს უკვე ვირტუალურ ბელადად და ავატარად წარმოჩენილიყო.

მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი - რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელიწადი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს, რომელმაც ვერ მოახერხა სახელისუფლებო რეინკარნაცია - და ჰოლოგრამის სახით გვიბრუნდება და სთავაზობს საკუთარ თავს პოლიტიკური შიზოფრენიით დაინფიცირებულ საზოგადოებას. ამაზე ღლიცინიც კი აღარ შეიძლება - ეს არის დაგვიანებული დიაგნოზი საქართველოს უახლოესი ისტორიისა, რომელმაც დაუშვა 2003 წელს ეს მანიაკალურ-ფსიქოპატიური მოვლენა სახელმწიფოს სათავეში. ამ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ დეგრადირებული არსების პოლიტიკურ გამოსვლას - მონოსპექტაკლს, სადაც საღმა აზრმა თუ ბუნებრივმა ინტელექტმა დარბაზი დიდი ხნის წინ დატოვა, ხოლო ტაშს მხოლოდ ერთგული და გადარეული სექტა უკრავს, რომელიც მზადაა თავისი კერპის ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე აბსურდული ქმედება გენიოსობად გამოაცხადოს. ინტერნეტის ჯანსაღი მომხმარებელი, როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერს სიცილით პასუხობს - მემებით, ირონიით, დაცინვით. მაგრამ სინამდვილეში აქ სასაცილო ძალიან ცოტაა. ისტორიას არაერთხელ უნახავს, როგორ იწყებოდა მძიმე პოლიტიკური კატასტროფები იმ მომენტიდან, როდესაც საზოგადოებამ სახიფათო ქცევა უბრალოდ ექსცენტრიკულობად ჩათვალა და სერიოზულად აღარ აღიქვა. სანამ ერთნი ხუმრობდნენ, მეორენი სრულიად სერიოზულად მთელ ქვეყანას საკუთარი აკვიატებული იდეების საცდელ პოლიგონად აქცევდნენ. ამიტომ მთავარი კითხვა თავად ამ პოლიტიკოსს კი არ ეხება. მთავარი კითხვაა - მზად არის თუ არა საზოგადოება კიდევ ერთხელ ანდოს სახელმწიფო, ამჯერად უკვე შეშლილ „ავატარს“, რომლის საჯარო გამოსვლებიც სულ უფრო მეტად წააგავს საკუთარ ავადმყოფურ წარმოდგენებთან დაუსრულებელ ბრძოლას. სახელმწიფო არც ფსიქოთერაპიის კაბინეტია და არც პოლიტიკური თრილერის გადასაღები მოედანი. საკუთარ ქვეყანაზე ჩატარებული ექსპერიმენტები აპლოდისმენტებით თითქმის არასოდეს მთავრდება. გაცილებით ხშირად ისინი მთავრდება იმით, რომ შემდეგ წლების განმავლობაში მთელ საზოგადოებას უწევს იმ ნანგრევების ალაგება, რომლებიც დატოვა ადამიანმა, რომელიც მისთვის მიუღებელ ქვეყანას ასეთი გაშმაგებით და აბუჩად აგდებით „ტროლავდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785346282

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი, ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში... არაა ბევრი ფიქრი საჭირო

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „ავატარი“ მზადდება. ფოჩხუა ირონიულად წერს, რომ, სააკაშვილის ორი „ავატარი“ უკვე ამო...

მიშას ორი ავატარი

1785344941

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება - „ჩვენ მათ სულს ამოვხდით, ძალიან ძლიერად დავარტყამთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Foxs News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც ამერიკულმა ძალებმა გაანეიტრალეს, მკაცრი პასუხი მოჰყვება. „ჩვენ მათ...

დონალდ ტრამპი

1785344320

ახალი ამბები

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების 20 წარმომადგენელი ეწვია. ინფო...

ტექნოლოგიური ჰაბი

1785344178

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო,...

მამუკა მდინარაძე

1785344134

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება

„რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლ...

ირაკლი კობახიძე