„სიბიეს ნიუსი“ - ირანში დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს

ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის გარეთ მყოფი აქტივისტები იტყობინებიან. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედია წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს.

„სიბიეს ნიუსი“ აცხადებს, რომ ტელეარხმა წყაროს მიერ მიწოდებული რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. მათივე ცნობით, სიმართლის გარკვევას უინტერნეტობა და სატელეფონო ზარებზე შეზღუდული წვდომა ართულებს.

„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ირანში მყოფმა წყარომ მედიასთან დაკავშირება შეძლო და შეატყობინა, რომ აქტივისტთა ჯგუფები, სამედიცინო წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაღუპულთა სრული სიის შედგენაზე მუშაობენ. სამედიცინო წარმომადგენლების ანგარიშებზე დაყრდნობით კი, დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის, სულ მცირე, 12 000-ს შეადგენს.

როგორც მედია წერს, ამავე წყაროს მეშვეობით ირკვევა, რომ უსაფრთხოების ძალები თეირანის მასშტაბით კერძო საავადმყოფოებში მიდიან, მათ პერსონალს ემუქრებიან და აქციების დროს დაშავებულთა სახელებისა და მისამართების მიწოდებას ითხოვენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768327560

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი ტრამპის რიტორიკაზე გრენლანდიის მიმართ: არა, ნამდვილად არ მომწონს, რა ფორმითაც აკეთებს ამ ყველაფერს

ტრამპის რიტორიკასთან დაკავშირებით, კომენტარს არ გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რომ არაერთხელ გამიკეთებია და მისი რიტორიკა და ქმედებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და არა, ნამდვილად არ მომწონს რა...

ჟურნალისტი

1768326132

საზოგადოება

მოჰამედ ალაბარი: „იგლ ჰილსის” პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის შემოსავლების მობილიზება, შევეცდებით, ინიციატივა ყველაზე კარგ პროექტად ვაქციოთ

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5, ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე,...

მოჰამედ ალაბარი

1768326040

საზოგადოება

პრემიერი: რასაც ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ევროკავშირს სასიცოცხლოდ სჭირდება რეფორმირება, რამდენად იპოვის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, მომავალი დაგვანახვებს

რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას მომავალი დაგვანახვებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ...

ირაკლი კობახიძე

1768325002

საზოგადოება

პრემიერი: ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით

ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამ...

ირაკლი კობახიძე /

1768324555

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე: ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე

ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების...

ირაკლი კობახიძე