ტრამპმა ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ურჩია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიჩიგანში, „ფორდის“ ავტოქარხანაში ყოფნისას, ირანში მიმდინარე მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი დემონსტრანტი დაიღუპა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.
ტრამპმა ურჩია ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა. კითხვაზე, უნდა წავიდნენ თუ არა ირანიდან ამერიკელები ან აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეები, მან უპასუხა: „ვიტყოდი, რომ ქვეყნიდან გასვლა ცუდი აზრი არ იქნებოდა“.
პრეზიდენტმა თავი აარიდა ადრინდელი განცხადების დაკონკრეტებას, რომლის მიხედვითაც მომიტინგეებისთვის „დახმარება გზაშია“.
„ეს თავად უნდა გამოიცნოთ“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.
ტრამპის თქმით, ირანში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა კვლავ გაურკვეველია.
„ზუსტ ციფრს ვერავინ მეუბნება. მსმენია სხვადასხვა მონაცემები - ზოგჯერ გაცილებით დაბალი, ზოგჯერ კი ბევრად მაღალი. სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში გვეცოდინება სიმართლე“, - განაცხადა მან.
1768327560
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილი ტრამპის რიტორიკაზე გრენლანდიის მიმართ: არა, ნამდვილად არ მომწონს, რა ფორმითაც აკეთებს ამ ყველაფერს
ტრამპის რიტორიკასთან დაკავშირებით, კომენტარს არ გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რომ არაერთხელ გამიკეთებია და მისი რიტორიკა და ქმედებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და არა, ნამდვილად არ მომწონს რა...
1768326132
საზოგადოებამოჰამედ ალაბარი: „იგლ ჰილსის” პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის შემოსავლების მობილიზება, შევეცდებით, ინიციატივა ყველაზე კარგ პროექტად ვაქციოთ
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5, ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე,...
1768326040
საზოგადოებაპრემიერი: რასაც ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ევროკავშირს სასიცოცხლოდ სჭირდება რეფორმირება, რამდენად იპოვის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, მომავალი დაგვანახვებს
რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას მომავალი დაგვანახვებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1768325002
საზოგადოებაპრემიერი: ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით
ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამ...
1768324555
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე: ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე
ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების...


























