სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე 314 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ავრცელებს.

„ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი გაცვლაა. ეს შედეგი დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების წყალობით იყო მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მსგავსი ნაბიჯები ადასტურებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ურთიერთობას ხელშესახები შედეგები მოაქვს და წინ წევს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს“, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში.

მან ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და „უახლოეს კვირებში შემდგომი პროგრესია მოსალოდნელი“

4-5 თებერვალს აბუ-დაბიში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770294124

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი და იმედა ნიკურაძე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი იმედა ნიკურაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრნენ, ინსტიტუტი...

მარიამ ლაშხი

1770289779

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

1-5 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭ...

არადეკლარირებული ოქრო

1770288975

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ინფორ...

პროკურატურა

1770288082

ახალი ამბები

ქობულეთში ავარიას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას...

ავარიას ავარიას

1770287607

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ხდება მხილება იმისა, რომ ხორციელდებოდა ცენზურა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ეს პერიპეტიები საკუთარ ზურგზე გამოვცადეთ

ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში და ამავე კომიტეტში გამართულ მოსმენა შეაფასა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ ევროკომისია სოციალურ მედია...

პარლამენტის დეპუტატი