ირაკლი კობახიძე: თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი

„ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

მისივე თქმით, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს.

„მარტივად შეგვიძლია, ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, დისციპლინები, რომლებიც იყო წარმოდგენილი, თავის დროზე, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ 43 % არის ტექნიკური მიმართულება, 57 % არის სამართალი, ეკონომიკა და აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელთაც საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომლებიც, თავის დროზე, ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

ეს არის სტატისტიკა, მარტივი სტატისტიკა. ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, საკუთარ, დღეს უკვე, უნივერსიტეტში იქცა გერად. ეს უნდა შეიცვალოს და როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე, არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, თავის დროზე, იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770299238

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვართ

ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგო...

ირაკლი კობახიძე

1770298309

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზედაც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში

მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1770297183

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი გამყარდა

1770294851

ახალი ამბები

ლევან მეხუზლა: 2026 იქნება ღვინის ხარისხზე ორიენტირებული წელი

„მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ღონისძიებები როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რო...

ლევან მეხუზლა

1770294144

მსოფლიო

სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე 314 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ავრცელებს. „ბოლო 5 თ...

სტივ უიტკოფი