ლევან მეხუზლა: 2026 იქნება ღვინის ხარისხზე ორიენტირებული წელი
„მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ღონისძიებები როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც ორიენტირებულია ხარისხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ცვლილებები განაპირობა მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების შემცირებამ და ბაზარზე მაღალმა კონკურენციამ. დაგეგმილი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია, რომ 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე. ხარისხიანი ღვინის მისაღებად აუცილებელია, ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე. ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, არ უნდა იყოს 17%-ზე დაბალი შაქრიანობის“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2026 წლის გეგმებზე საუბრის დროს.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება და მევენახეებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ. კერძოდ, საუბარია „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებაზე“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. მათ შორის, აღსანიშნავია მიმდინარე წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
„ჩვენი რეფორმები გათვლილია დარგის მომავალსა და განვითარებაზე. ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან და ის უნდა იყოს ტექნოლოგიურად სწორად გაშენებული. ბოლო ათწლეულია დარგისადმი ინტერესი დიდია, გაიზარდა ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ვაზის ნერგებით - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ/სამეწარმეო ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
1770710264
ახალი ამბებიპრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა
ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...
1770709071
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან
ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...
1770708471
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...































