თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: რეალური მიზანი იყო ის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მოერყიათ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციები. უპირველესად მათთვის გამოწვევა იყო სამართალდამცავი ორგანოები

ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ერთი მხრივ იცოდნენ ის, რომ ისინი ხდებოდნენ ძალადობრივი შეკრების, ძალადობრივი აქციის მონაწილეები, რომელსაც ჰქონდა ანტი სახელმწიფოებრივი, ანტი კონსტიტუციური მიზნები და თავის მხრივ, საბოლოო ამოცანა იყო ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
„ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს წინა პერიოდს, გაკეთდა არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება სწორედ ამ ჯგუფების მისამართით. მათი რეალური მიზანი იყო ის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მოერყიათ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციები. უპირველესად მათთვის გამოწვევა იყო სამართალდამცავი ორგანოები და შემდგომ დაეწყო ყველაფერს იმ სცენარით განვითარება, რაც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი გარე ძალების სამუშაო მაგიდაზე დიდი ხანია, მუშავდება და დევს. ეს არის ძალადობრივი გზით ეროვნული ხელისუფლების შეცვლა მარიონეტული რეჟიმით, მარიონეტული ფიგურებით, რომლებიც იქნებოდნენ პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული დავალებების შემსრულებლები“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილმა ბაჩანა ახალაიას კომენტარზეც ისაუბრა, სადაც ახალაიამ 4 ოქტომბრის აქცია 9 აპრილს შეადარა.
„რაც შეეხება პარალელებს თუნდაც, მისი მხრიდან, რომელიც გაკეთდა 9 აპრილთან მიმართებით, მე ვიტყოდი, რომ ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა ამ ძალადობრივი აქტის, 4 ოქტომბერს დატრიალებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რომანტიზების. ეს ნაცადი ხერხია იმიტომ, რომ ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს თუნდაც, მათ სახელმძღვანელოებს, ინსტრუქციებს, რომელსაც ისინი იღებენ და რომლითაც ხდება ამ ექსტრემისტული ჯგუფების გადამზადება, ფაქტობრივად ახდენენ ტერორიზმის რომანტიზებას“, - განმარტა თორნიკე ჭეიშვილმა.
1760279241
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის
ევროკავშირის ახალ სტრატეგიას ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელ...
1760278904
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლი...
1760277514
საზოგადოებაღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შევიდნენ
ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა შევიდა. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთა...
1760274870
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“: ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუსმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო - თქვენს ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუსმა ბეტონი დაალბო წინასწარ?
„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველის“ კადრს აზიარებს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს პოსტით ეხმიანება. „კარგი, ვთქვათ, ერთი წამი...
1760272446
სპორტიესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრა. „დანაკლისის მიუხედავად, საბე...