გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.

კვლევის მიზანია, დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. ანგარიშის შედეგებს ევროკომისია რეგულარულად აქვეყნებს. ევროკომისიის განმარტებით კვლევითი ცენტრი მუშაობს ადაპტაციის შესახებ მსოფლიოს გაგების გასაუმჯობესებლად ცოდნის, პროდუქტებისა და მომსახურების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო და კერძო ქმედებებს, ასევე დაუცველ თემებში ინვესტიციებს.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი.

წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე, ევროპაში კი მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა ნორვეგიისა და დანიის შემდეგ. განახლებული ანგარიშის მიხედვით კი საქართველო ეკონომიკური მზაობით ევროპაში მეორე ადგილზე დაწინაურდა, მსოფლიოში კი კვლავ მეოთხე პოზიციაზეა.

2026 წლის განახლებული შეფასებით მსოფლიოს საუკეთესო ოთხეული ასე ჩამოყალიბდა : სამხრეთ კორეა, სინგაპური, ესტონეთი და საქართველო.

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ბანკის თემატურ კვლევებს, ბიზნესის კეთების და ბიზნესის მზაობის ანგარიშგებებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784185137

საზოგადოება

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახალი დრონებით აღიჭურვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა. სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ...

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი

1784183883

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დაკავებული მამაკაცი...

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

1784182171

სპორტი

მსოფლიო საფეხბურთო პირველობის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება

2026 წლის 19 ივლისს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება. მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ინგლისი იბრძოლებენ. არგენტინელებმა ნახევარფინალში 2-1 ინგლისი დაამარცხეს, ხოლო...

მსოფლიო საფეხბურთო პირველობის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება

1784181888

საზოგადოება

მაია ბითაძე გვარამიას განცხადებაზე: განსაკუთრებით ტრაგიკულად შეიძლება, შეფასდეს ეს განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ტრაგიკული უწოდა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის წუხდა, რო...

მაია ბითაძე

1784181513

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: არ გვჭირდება ასეთი ტრილიონი - არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი განადგურებული ქალაქი, არც ერთი თავდასხმა საქართველოზე არ ღირს არც ტრილიონად არც ნებისმიერ თანხად

საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფასებს გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსად...

არჩილ გორდულაძე