ვილი სანიოლი - „ხვიჩა კვარაცხელიათი, „რეალის“ გარდა, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლის გამოცემა Erem News-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე.

„ბოლო თვეების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ საუბრობენ. სანიოლი მას კარგად იცნობს – პსჟ-ის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრების კაპიტანია. სანიოლი არ არის დარწმუნებული, რომ კვარაცხელია ამ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობდეს“, – წერს გამოცემა და ფრანგი სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.

„არ მგონია, რომ ამჟამად კვარაცხელიას პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადასვლა განიხილებოდეს. რაც შეეხება ჭორებს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, ყველაფერი მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის ასე გააგრძელებს, ბუნებრივია, „რეალის“ გარდა, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ის პარიზში ბედნიერია და კლუბის შეცვლას არ აპირებს“, – განაცხადა სანიოლმა.

ფრანგ სპეციალისტს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შესაძლო მწვრთნელობაზეც ჰკითხეს:

„შესაძლოა, ოდესმე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამ პოსტზე ზინედინ ზიდანი დაინიშნება. ის ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, „რეალში“ მწვრთნელის რანგშიც ფანტასტიკური სამუშაო გასწია. ვფიქრობ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მისნაირი ადამიანი სჭირდება – ზიზუ ფრანგული ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და ეს ისტორია მწვრთნელის რანგშიც უნდა გააგრძელოს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775569962

მსოფლიო

ვენსი: ორბანი დაგვეხმარა, გაგვეგო, თუ რა სჭირდებათ რუსებს და უკრაინელებს მშვიდობისთვის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე უნგრეთში ვიზიტის დროს შეაქო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ ამერიკელ...

ვენსი: ორბანი

1775569220

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგები და მონაწილეთა რეიტინგული სია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე -...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრ

1775568491

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გა...

გიორგი ვოლსკი

1775567158

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1775566714

მსოფლიო

ორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...

ორბანი ორბანი