მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებსა და იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ დაკავშირებადობისა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მოთამაშის როლის გაძლიერებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობის საკითხები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.
1778246602
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6874 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1778246208
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნე...
1778245047
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირდაპირ ქართველ ხალხს დაესხა თავს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. მაჭავარიანის თქმით...
1778244295
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ ყვ...
1778244015
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე: ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ
შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ...


























