ტრამპმა უკრაინისა და ნატოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება ლათინური ამერიკის ქვეყნებზე გადაამისამართა - Washington Post

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ათობით მილიონი დოლარი, რომელიც თავდაპირველად უკრაინისა და ნატოს მოკავშირეებისთვის დახმარების გასაწევად იყო გამიზნული, ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებისკენ გადაამისამართა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან“, - ამის შესახებ უკრაინული მედია Washington Post-ზე დაყრდნობით იტყობინება.

WP-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს თავისი განზრახვების შესახებ სექტემბერში აცნობა, რის შემდეგაც სენატორმა ჯინ შაჰინმა და გრეგორი მიქსმა თანხების გადამისამართების პროცესი დაბლოკეს.

„ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გვიან ღამით კონგრესს აცნობა გეგმის განხორციელების შესახებ. შედეგად, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ერაყისთვის თავდაპირველად დამტკიცებული 52 მილიონი დოლარი პანამაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში გადამისამართდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მედიასაშუალებასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ სენატორები განსაკუთრებით უკმაყოფილონი იყვნენ სლოვაკეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის განკუთვნილი თანხების გადამისამართებით, რადგან ეს თანხები შედიოდა უკრაინისთვის განკუთვნილი დამატებითი დახმარების პაკეტში, რომელიც სპეციალურად ომით დაზარალებული ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.

კანონმდებლების წინააღმდეგობის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ თანხები უფრო ეფექტურად გამოიყენებოდა ლათინურ ამერიკაში.

„ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში რესურსების გადამისამართება შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას. დასავლეთ ნახევარსფეროში მიმართული თანხები გააძლიერებს აშშ-ს უსაფრთხოების პარტნიორობას და წინააღმდეგობას გაუწევს მოწინააღმდეგეების სამხედრო გავლენას ჩვენს საერთო რეგიონში“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790886283

საზოგადოება

გია მურღულია: მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია

მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია, - განაცხადა ფილოლოგიის დოქ...

გია მურღულია

1790884865

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი

ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრ...

ნიკუშა შენგელაია

1790883564

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

ამა წლის 1-ელ ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერ...

კათოლიკოს-პატრიარქ

1790881709

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება 22 სექტემბერს ნიუ-იორ...

პრემიერ-მინისტრი

1790878775

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით. რუსეთის ლიდერს დაუსვეს შეკითხვა იმ პირობების შესახებ, რომლე...

პუტინი პუტინი