სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
ამა წლის 1-ელ ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა.
„მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრაზე, ასევე, გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.
სტუმრებმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველი იმყოფება, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1790872661
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: არავინ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ რაიმეს აკრძალვას - მოვუწოდებ საზოგადოებას, გაეცნოს კომისიის დასკვნას, დაზარალებულთა მონათხრობს და ამის შემდეგ თქვას, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულ...
1790869894
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: მინდა ქართველ ხალხს მივულოცო 1-ელი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება
„მინდა ქართველ ხალხს მივულოცო 1-ელი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება“, - განაცხადა გადაცემაში...
1790867724
საქართველობაქო - თბილისის სარკინიგზო მარშრუტზე ყოველდღე 4 რეისი შესრულდება
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტზე 1-ელი ნოემბრიდან დღეში 4 რეისი შესრულდება. ამის შესახებ Report იუწყება. „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნის გამოა მიღებული. მგზავრთ...
1790866471
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: ვთვლი, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან
ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს...
1790865725
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა
საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ...



























