ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აღნიშნული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების არეალი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის მიზანია საირიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება და სარწყავი წყლის საიმედო მიწოდება. აღნიშნული სამუშაოები ხელს უწყობს გარანტირებულად ირიგირებული ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სარწყავი წყალი სტაბილურად და შეუფერხებლად მიეწოდება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.

რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790916138

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...

ამინდი

1790887610

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან, სადამდე მიიყვანეს ამომრჩეველი, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო

ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან ამას, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის, - განაცხადა გადაცემაში „...

ლელა რაზიკაშვილ

1790886283

საზოგადოება

გია მურღულია: მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია

მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია, - განაცხადა ფილოლოგიის დოქ...

გია მურღულია

1790884865

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი

ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრ...

ნიკუშა შენგელაია

1790883564

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

ამა წლის 1-ელ ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერ...

კათოლიკოს-პატრიარქ