ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი
ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რომ არა 14 წლის წინანდელი არჩევანი, საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.
„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი იყო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი თავის გადარჩენის არჩევანი. გლობალური პროცესები, ეს ყველაფერი ხომ იგეგმებოდა ადრე. ჩვენნაირი ქვეყნების გამოყენება უნდოდათ საკუთარი ქვეყნების ინეტერესების გამო. ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს იყო განაცხადი, რომ ამ ქვეყნის პატრონი ჩვენ, ქართველი ხალხი ვართ“, - განაცხადა შენგელაიამ.
მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება.
„ისტორია გვაჩვენებს, რომ ხალხი უნდა იყოს მზად, რათა საკუთარი სუვერენიტეტი, იდენტობა, რწმენა, კულტურა და ისტორია დაიცვას. ეს იყო დიდი მონაპოვარი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რა დრო იყო, თუმცა მზად უნდა ვიყოთ დღესაც, იმიტომ, რომ გლობალური გადანაწილების თემები არ დასრულებულა, ჩვენ ვართ მოწმე პროქსიომების, გაუგებარი ვოუქიდეოლოგიების“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
შენგელაიას მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მოსახლეობისთვის უპირველესი უსაფრთხოებაა.
„როცა მოსახლეობა ხედავს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება გარშემო, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს უნდა გადავურჩეთ, ამიტომ უდგას გვერდით „ქართულ ოცნებას“. მეორე რიგში ხედავენ, როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ მცირდება უმუშევრობა, სიღარიბე, ნელ-ნელა, მაგრამ მცირდება“, - განაცხადა შენგელაიამ.
1790874342
საზოგადოება„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება. 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტე...
1790872661
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: არავინ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ რაიმეს აკრძალვას - მოვუწოდებ საზოგადოებას, გაეცნოს კომისიის დასკვნას, დაზარალებულთა მონათხრობს და ამის შემდეგ თქვას, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულ...
1790869894
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: მინდა ქართველ ხალხს მივულოცო 1-ელი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება
„მინდა ქართველ ხალხს მივულოცო 1-ელი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება“, - განაცხადა გადაცემაში...
1790867724
საქართველობაქო - თბილისის სარკინიგზო მარშრუტზე ყოველდღე 4 რეისი შესრულდება
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტზე 1-ელი ნოემბრიდან დღეში 4 რეისი შესრულდება. ამის შესახებ Report იუწყება. „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნის გამოა მიღებული. მგზავრთ...
1790866471
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: ვთვლი, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან
ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს...



























