თურქეთი აშშ-ს ირანთან მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს ტელეფონით დაურეკა და მოუწოდა, დაძაბულობის შესამცირებლად ირანთან მოლაპარაკებები გააგრძელოს“, - ამის შესახებ Sky news-ი იუწყება.

ერდოღანისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი 17 აგვისტოს შედგა - იმ დღეს, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადა ამოიწურა.

სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, აშშ-ს მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება, ორმხრივი ურთიერთობები და თურქეთს, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის ახლახან გაფორმებული თავდაცვის შეთანხმება. ერდოღანის თქმით, პალესტინელებზე ისრაელის თავდასხმები სწორედ მაშინ გახშირდა, როდესაც ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მეორე ეტაპი უნდა ამოქმედებულიყო.

ცნობისთვის, თურქეთი, პაკისტანთან და ყატართან ერთად, ბოლო თვეებში კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი შუამავლის როლს ასრულებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786992144

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, აღმართოს „თეთრი დროშა“ და დაასრულოს კონფლიქტი შეერთებულ შტატებთან. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანს არ შეუძლია შეერთებული შტატების დამარ...

დონალდ ტრამპი

1786988376

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში 15 აგვისტოს მომხდარი 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 68-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. მიწისძვრის შედეგად...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1786984194

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრისას საქართველოსა და კორეას შორის ორმხრივი ურთიერთო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1786982915

მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 60 დღით გაგრძელდა

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა დროებითი ზავის რეჟიმის კიდევ 60 დღით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს“, - ამის შესახებ Al Arabiya იუწყება. მიღებული გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და თეირანს ოფიც...

აშშ-სა და ირან

1786980487

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას...

ყველი  ყველი