თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება

თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772621549

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგი...

ირაკლი კობახიძე

1772620630

საზოგადოება

ნინო წილოსანი ონლაინ მედიებზე: ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ

ნინო წილოსანი რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალების მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გაშუქებას ეხმიანება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ამ მედიასაშუალებების მიერ ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პ...

ნინო წილოსანი

1772619917

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთ-საქართველოს ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული ურთიერთობა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშ...

მაკა ბოჭორიშვილი

1772619050

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიას: თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ამ სხდომათა დარბაზში შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ

ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და ამ თემაზე სპეკულაცია. დღეს, გახარიები ამ პოლიტიკურ ფსკერზეც დაეშვნენ, როდესაც...

 რატი იონათამიშვილი

1772619009

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის, მოჰამად მოხბერის განცხადებით, ირანი აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს და ვაშინგტონთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. მოხბ...

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლი