ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772619009

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის, მოჰამად მოხბერის განცხადებით, ირანი აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს და ვაშინგტონთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. მოხბ...

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლი

1772618454

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს

ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენი გადადგმული...

ლევან მაჭავარიანი

1772616641

საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერ...

ნიკოლ ფაშინიან

1772616203

საზოგადოება

პრემიერი: სომხეთთან გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი სამეულში, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი

„დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას - განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში და მიუხედავად ურთი...

ირაკლი კობახიძე

1772614713

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს...

ირაკლი კობახიძე