ნინო წილოსანი ონლაინ მედიებზე: ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ

ნინო წილოსანი რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალების მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გაშუქებას ეხმიანება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ამ მედიასაშუალებების მიერ ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერად, ხოლო ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ პრემიერად“ მათი დამფინანსებლების დაკვეთაა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პირების დისკრედიტაცია განეხორციელებინათ. ვინც აფინანსებდა, ის უკვეთავდა მუსიკას. სწორედ ამ მუსიკას უკრავდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნეტგაზეთი“ იქნება ეს თუ ყველა ის სხვა ონლაინ მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს ინსტიტუციებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ამიტომ, ისინი საკუთარ თავს ნამდვილად არ ეკუთვნიან. ვინც აფინანსებს, მათი მხრიდან არის დაკვეთილი ეს პოლიტიკაც, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ“, - განაცხადა წილოსანმა.

„პუბლიკა“, „on.ge“ და „ნეტგაზეთის“ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კი „ ქართული ოცნების“ მინისტრებად“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772619009

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის, მოჰამად მოხბერის განცხადებით, ირანი აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს და ვაშინგტონთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. მოხბ...

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლი

1772618454

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს

ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენი გადადგმული...

ლევან მაჭავარიანი

1772616641

საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერ...

ნიკოლ ფაშინიან

1772616203

საზოგადოება

პრემიერი: სომხეთთან გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი სამეულში, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი

„დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას - განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში და მიუხედავად ურთი...

ირაკლი კობახიძე

1772614713

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს...

ირაკლი კობახიძე