გიორგი გაბუნია ჩინელი დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებაზე: 140 ქვეყნის დელეგაცია იყო ჩასული ჩინეთში და ეს ადამიანი, ვინაიდან იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, შეხვდა ყველას

მე გახლდით ერთი თვის წინ ჩინეთში, მიწვეული ვიყავი გლობალური ცივილიზაციის სამიტზე, სადაც მეც შევხვდი ამ ადამიანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ოპოზიციურ მედიაში ხაზგასმულია, რომ დაკავებული ჩინელი დიპლომატი საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა.
„140 ქვეყნის დელეგაცია იყო ჩამოსული ჩინეთში და ეს ადამიანი, ვინაიდან იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეხვდა ყველას. „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია გახლავთ აბსოლუტურად პროპაგანდისტული. ჩვენ კარგად ვიცით „რადიო თავისუფლება“ რასაც ემსახურება და ვის მიერ ფინანსდება.
ეს არის საგარეო ძალის მიერ დაფინანსებული, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ერთი მიზანი - ფსევდო ინფორმაციების გავრცელებით გამოიწვიოს ანტისახელმწიფოებრივი განწყობები საზოგადოებაში. „რადიო თავისუფლებაზე“ ამერიკის შეერთებულ შტატებშივე კეთდებოდა შესაბამისი განცხადებები“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატ ლიუ ძინჩაოზე, რომელსაც სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთან, მათ შორის იყო ენტონი ბლინკენი და ტონი ბლერი.
1755075391
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავარსარდალს სა...
1755074124
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პ...
1755073646
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ...
1755067773
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგან, პირველ რიგში ის, რომ არჩევნების კუთხით ხალხის ნება იყო გამოხატული
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მიხეილ ყაველაშვილს თურქეთში ვიზიტს გამოეხმაურა. „მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგა...
1755067697
საზოგადოებარიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება
„ევროკომისიამ ივლისში გაუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მოუწოდა აგვისტოს ბოლოსთვის შეესრულებინა რვა კრიტერიუმი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა...