უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
NABU-ის ცნობით, თანხები ბრალდებულმა და მისმა სავარაუდო თანამზრახველებმა შემდგომ გაათეთრეს.
ბიუროს ინფორმაციით, ბრალი წარედგინა ოლექსანდრ ბანკოვს, რომელიც 2020-2024 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, ასევე, მისი ყოფილი აპარატის ხელმძღვანელს, რომელიც ამჟამად დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს.
საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ასევე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თანაშემწე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის ბუღალტერი.
„ჯგუფის წევრებმა მიითვისეს უცხოელი მოქალაქეებისა და სხვა დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული თანხები და ისინი ვალუტის კონვერტაციის ცენტრების მეშვეობით გაათეთრეს“, - ნათქვამია NABU-ის განცხადებაში.
გამოძიების ვერსიით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო დონორები და უკრაინის უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასაქმებული თანამშრომლები დაარწმუნა, ფინანსური დახმარება მის კონტროლქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადაერიცხათ.
NABU-ის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული თანხები სამართლებრივად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ფონდის მიზნობრივ საბიუჯეტო სახსრებს წარმოადგენდა.
„შემდეგ ეს თანხები გადაირიცხა ჯგუფის მიერ კონტროლირებადი ინდივიდუალური მეწარმეებისა და კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფულის გათეთრების ცენტრების მეშვეობით გაანაღდეს. სქემის მონაწილეები გათეთრებულ თანხებს პირადი გამდიდრებისთვის იყენებდნენ“, – აცხადებს ბიურო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყებას „ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი უკანონო ქმედების, განსაკუთრებით კი კორუფციული დანაშაულების მიმართ“.
„სამინისტროს არასოდეს უცდია ეჭვმიტანილების დაცვა. NABU-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ თავად სამინისტროს შიდა აუდიტისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგიც არის“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
1785182721
ახალი ამბებიდაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ავარია ხელვაჩაურში
აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი კაცი. ადგი...
1785181299
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს პირადად ჰკითხავს, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის ვლადიმერ პუტინს პირადად ჰკითხავს, აწვდის თუ არა მოსკოვი ირანს სატელიტურ გამოსახულებებს, რათა მათ ჰორმუზის ყურეში არსებულ ამერიკულ ბაზებზე იერიშები მიიტანონ....
1785179738
ახალი ამბებიჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო, მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ
„მე მაგ ჟურნალისტებს საერთოდ არც ერთს არ ვიცნობდი და ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, იმიტომ, რომ დაეზოგა ფული და სასტუმროში არ დარჩენილიყო, PACE-ზე გასაშუქებლად რომ გ...
1785178153
ახალი ამბებიდათო კენჭიაშვილი - „საქართველოს ოქროს ხმა“, რომელიც ადამიანებს საკუთარ ფესვებთან აბრუნებს
არსებობენ შემსრულებლები, რომელთა ხმა ადამიანებზე განსაკუთრებულ ემოციურ გავლენას ახდენს. მათი ნამღერი დადებითი ვიბრაციების მატარებელია, აღვიძებს მოგონებებს, აძლიერებს საკუთარ ფესვებთან კავშირს და მსმენ...
1785176652
ახალი ამბებიჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი - მისი მრავალსაუკუნოვანი...




























