სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის ქ., ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კუთვნილი სასაკლაოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტებზე აღინიშნა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ფრინველების დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
ამავდროულად, ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1785152624
საზოგადოებაგივი მიქანაძემ თურქ კოლეგასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართვე...
1785150349
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - განაცხადა საქართველოს მ...
1785149897
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის...
1785149201
საზოგადოებანინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა
„როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახ...
1785149114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ
მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთ...



























