გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს უნივერსიტეტებსა და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას, ასევე ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და რეფორმის ფარგლებში განათლების ხარისხის ზრდის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე, რაც სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ტექნოპარკის (METU Technopark) სასწავლო ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და საგანმანათლებლო საქმიანობას გაეცნო.
ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტია თურქეთში. სასწავლებელი 1956 წლიდან ფუნქციონირებს და ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალებს განსაკუთრებით ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, არქიტექტურის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.
მინისტრთან ერთად უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
1785217426
მსოფლიოAssociated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემარში...
1785216289
საზოგადოებამათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა
ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. ამ კომენტარით დეპუტატი ეხმაურება გერმანიის ი...
1785216250
საზოგადოებაწილოსანი: ევროკავშირის ბიუროკრატიას გადაწყვეტილი აქვს, ორპალატიანი კავშირი გააკეთოს, სადაც სახელმწიფოების ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს გადაწყვეტილებებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს. „ზუსტად ამ ორმაგი სტანდარტის პრობლემა გ...
1785184808
მსოფლიოიტალიაში დაკავებულია კაცი, რომელიც ტურისტებს ფულის სანაცვლოდ, წლების განმავლობაში მის მიერ აშენებულ ყალბ ამფითეატრს ათვალიერებინებდა
69 წლის ფრანკო მალოსოს თაღლითობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა. ის დამთვალიერებლებს 40 ევროს ახდევინებდა ობიექტის სანახავად, რომელიც 20 წლის წინ თავადვე ააგო, - ამის შესახებ Euronews იუწყება. დაკავებუ...
1785182721
ახალი ამბებიდაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ავარია ხელვაჩაურში
აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი კაცი. ადგი...



























