ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი - მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა“, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი განვითარების წლები იყო.
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, 2024 წელს ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, რამაც ორ ქვეყანას შორის მგზავრთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
„საქართველოში ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობამ გასულ წელს თითქმის 130 000 შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კიდევ 16.7 პროცენტით გაიზარდა. 15 ივლისს შესრულდა პირველი პირდაპირი ავიარეისი შანხაისა და თბილისს შორის.
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს მნიშვნელოვანი მიღწევები შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ორივე ქვეყანა ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ვთანამშრომლობთ განვითარებისათვის და ვრჩებით პარტნიორებად, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ხედვები, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი - მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. განსაკუთრებით ძვირფასია ის გულწრფელი მეგობრობა, რომელიც თქვენგან ვიგრძენი. ეს მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე. ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას. ყოველთვის დავრჩები საქართველოს მეგობრად და კვლავაც გავაგრძელებ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის მხარდაჭერას“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
1785172072
ახალი ამბებისალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
„სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საშუალებას მაძლევდა, რომ ის თეორიული ცოდნა, რაც უნივერსიტეტში მივიღე, პრაქტიკაში განმეხორციელებინა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიან...
1785171753
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერი...
1785169381
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამ...
1785168651
ახალი ამბებიმამუკა რეხვიაშვილი: რუსთავის მერის 6 თვის საქმიანობის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქმიანობის 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუ...
1785167860
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026/2027 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც. საქართვე...































