„ვაქცინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თასებს დავთმობ, თუ მეტყვიან, რომ ავიცრა“ - ნოვაკ ჯოკოვიჩი
სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ურჩევნია, უარი თქვას მომდევნო საჩოგბურთო თასებზე, თუ დააძალებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს, - ამის შესახებ BBC წერს.
ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩოგბურთელმა თქვა, რომ არ უნდა ასოცირდებოდეს ანტივაქსერულ მოძრაობასთან, თუმცა, მხარს უჭერს ინდივიდუალური არჩევანის უფლებას.
ჯოკოვიჩს ჰკითხეს, ვაქცინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, გასწირავდა თუ არა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსს, როგორებიცაა უიმბლდონის ტურნირი და საფრანგეთის ღია პირველობაა, რაზედაც მან თქვა: „დიახ, ესაა ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზად ვარ“.
„არასდროს ვყოფილვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, ბავშვობაშიც მაქვს აცრები გაკეთებული, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი არჩევანის თავისუფლებას იმის გადასაწყვეტად, თუ რას შეუშვებ საკუთარ ორგანიზმში“, - ამბობს ჯოკოვიჩი.
აუცრელობის გამო, სპორტსმენს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. 16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწია.
ასევე საინტერესოა:
🔵 „გვითხრეს, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე“ -უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...


























