ყახაზეთში შეტაკებებს 13 პოლიციელი ემსხვერპლა, მათ შორის 2 მათგანს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს

ყაზახეთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 13 სამართალდამცველი ემსხვერპლა, მათ შორის 2 პოლიციელს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს.

"ალ ჯაზირას" ცნობით, იზრდება მსხვერპლი აქტივისტების მხარესაც.

ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, ყაზახეთში ვითარება დაძაბულია. ქვეყნის მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა. ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეტაკებები ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე 50-მდე სამხედრო ტექნიკაა. მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით.

როგორც ცნობილია, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ.

ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო რუსეთმა.

დღის სიახლეები:

🔳 "გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას" - თინა ხიდაშელი ყაზახეთის მოვლენებზე

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791882945

ახალი ამბები

„ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო...

არადეკლარირებული ოქრო

1791881414

საზოგადოება

შარმანაშვილი კალასის განცხადებაზე: დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, დაძაბულობის განმუხტვაა, როდესაც კალასი ამბობს, ზეწოლა არის მთავარი იარაღი და არა დიალოგი, ამით ყველაფერი ნათქვამია

დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, მისი მთავარი დანიშნულებაა დაძაბულობის შენელება, განმუხტვა და ამის ხელშეწყობა, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენ...

თენგიზ შარმანაშვილ

1791880628

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა თვალი უნდა გაუსწორონ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა

„ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე, როგორც სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...

ლევან მაჭავარიანი

1791879067

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრ...

მიხეილ ყაველაშვილ

1791877367

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მზად ვართ, გადავდოთ ყველაფერი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ევროკავშირმა იცის ჩვენი პოზიცია, ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა, ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი

„ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...

ლევან მაჭავარიანი