ზელენსკი: მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდება. ამ თემაზე მან გამოცემა Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე დასძინა, რომ ორბანთან კონტაქტი არ აქვს, რადგან მას ეს არ სურს და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერი „არაფრად ღირს“.
„ორბანი ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც მას გავლენიანი პოლიტიკური ძალები აძლევენ ძალას, სხვაგვარად ის არაფრად ღირს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ ფლობს სამხედრო წონას“, - დააკონკრეტა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრჯერ უთქვამს ორბანისთვის, რომ ევროპას არ შეუძლია ენერგორესურსების რუსეთისგან ყიდვა, რადგან „პუტინი დაუყოვნებლივ გამოიყენებს ახალ ფინანსურ შემოსავლებს უკრაინის წინააღმდეგ იარაღის შესაძენად“.
1772534667
საზოგადოებალევან მახაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: კარგად ხედავენ, რომ დღეს მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ
ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას, მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ, - განაცხადა ევროპასთა...
1772533604
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მდიდარი „ენჯეოები“ ის აქტორები არიან, ვისი ხელითაც ევრობიუროკრატები და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობდა, რომ საქართველო ომში ჩაერთო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შალვა პაპუაშვილის პოსტს ეხმაურება. ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მდიდარი „ენჯეოები“ ის აქტორებ...
1772531445
ახალი ამბებისაგარეო უწყება ახლო აღმოსავლეთიდან თბილისის მიმართულებით დანიშნული რეისების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში დაბრუნებას დროულად ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. საგარეო...
1772530253
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ოპოზიციის გაერთიანებამ გამახსენა ბიბლიური შეგონება, მიწა ხარ და მიწად იქეც, თავიანთ დედა პარტიას დაუბრუნდნენ, სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს
ოპოზიცია თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, თითქოს სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი,...
1772529259
ახალი ამბებივიქტორ ორბანი: ახლო აღმოსავლეთში ომი მზარდ რისკებს იწვევს, ხანგრძლივმა კონფლიქტმა, შესაძლოა, მასობრივი მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვიოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება ახალ რისკებს ქმნის. „ახლო აღმოსავლეთში ომი მზარდ რისკებს იწვევს. ხანგრძლივმა კონფლიქტმა, შესაძლოა, მასობრივი მ...


























