ლევან მახაშვილი: ოპოზიციის გაერთიანებამ გამახსენა ბიბლიური შეგონება, მიწა ხარ და მიწად იქეც, თავიანთ დედა პარტიას დაუბრუნდნენ, სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს

ოპოზიცია თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, თითქოს სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში ყველაფერი კარგად გამოჩნდა.

„ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა – მიწა ხარ და მიწად იქეცი, თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო. მოჩვენებითი წარმოდგენა იყო, თითქოს გასული იყვნენ თავიანთი დედა პარტიიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ყველაფერი კარგად გამოჩნდა.

ისინი თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, საიდანაც თავის დროზე იშვნენ და სადაც მათი ადგილია იდეოლოგიურად. შეიძლება სხვაგან იყვნენ, სხვა სახელი ერქვათ, სხვა ფორმა ჰქონდეთ, მაგრამ ერთ იდეოლოგიას, ერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნიან. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, თითქოს სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. ეს მოსაზრება გაერთიანებით თავად დაადასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ბელადომანიაა, განსაკუთრებით საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ამას ზოგიერთი აღიარებდა თუ არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო ამ პარტიის მამოძრავებელი ძალა, იდეის და სულის ჩამდგმელი. ამ ნაწილში მისი განცხადებაც ლოგიკურია.

ვინმე თუ თავს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილისგან განყენებულად და განდგომილად, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც აღიარებდა და რაღაცნაირად ეცდებოდა ამ პროცესისგან გარიდებას. ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. როგორც იტყვიან, სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს, მაგრამ ეს ფაქტია და ასეა. შეიძლება, ეს ადამიანი სხვანაირად პოზიციონირებდეს, მაგრამ იდეოლოგიურად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრი აღმოჩნდა.

ისიც იმ ადგილს და ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც იდეოლოგიურად ეკუთვნის. რაც შეეხება „ლელოს“ და გახარიებს, სად არიან, რა უნდათ, საზოგადოებას რას სთავაზობენ? არჩევნებს ხან ემიჯნებიან, ხან არა, ხან უარს ამბობენ და შემდეგ ისევ შედიან. ეს პარტიებიც ამ დიდი იდეოლოგიის ნაწილი არიან, მაგრამ შეეცდებიან, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ხან ზომიერებას ითამაშებენ, ხან კონსერვატორობას, ხან რადიკალობას.

საზოგადოებას წარსულმა კარგად დაანახა, ვინ სად არის იდეოლოგიურად. რა შეცდომებიც დაუშვეს და რა გზაც გაიარეს, იქიდან გამომდინარე, ისინიც რადიკალური იდეოლოგიის ოჯახის წევრები არიან“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772528005

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ

2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ,...

შალვა პაპუაშვილ

1772527014

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით

ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, „ქართულ ოცნებას“ კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შ...

ააა

1772526401

ახალი ამბები

მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა. როგორც მედია წერს, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს მოქმედი ლიდერის მეუღლემ უხელმძღვანელა. მელა...

მელანია ტრამპი

1772524445

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება - „მეტამფეტამინის“ შემცველი სითხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თა...

მებაჟე ოფიცრები

1772524023

ახალი ამბები

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხ...

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისი