ზელენსკი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი პოლიტიკური მიზეზების გამო ბლოკავს და არა იმიტომ, რომ რამე რეფორმა ვერ განვახორციელეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა.

როგორც მედია წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება აშშ-ის სამშვიდობო წინადადების უახლეს პროექტშია ნახსენები.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება დამოკიდებულია ქვეყნისა და პარტნიორების ნაბიჯებზე, „თუ ისინი პოლიტიკურად არ იბლოკებიან.“

„თუ ეს პოლიტიკურად იბლოკება, ასეთი ლოგიკა არ მესმის, მაგრამ მესმის, ვინ აკეთებს ამას. ჩვენთვის ევროკავშირის წევრობა არის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რომელზედაც უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს და რომელსაც ეყრდნობა,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვებმა არ გადაწყვიტონ, არ გადაწყვიტოს რუსეთმა და მათ, ვინც ჩვენ გვბლოკავს. როგორც იცით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრიც კი გვბლოკავს პოლიტიკური მიზეზების გამო და არა იმიტომ, რომ უკრაინაში ესა თუ ის რეფორმა არ განხორციელებულა,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766066543

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მატუციმ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თ...

საქართველოს პრეზიდენტ

1766064568

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, ვიყოთ ღია, რომ უფრო მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის, დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან

მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბელგრადში, სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ, ბატონო ალექსანდარ. ჩვენი ქვეყნების ისტორია, დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელს ითვლის და...

მიხეილ ყაველაშვილი

1766063563

ახალი ამბები

დოლარი უცვლელი დარჩა, ევრო კი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6979 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6979 ლარი იყო. გამყ...

ლარის კურსი

1766062663

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებ...

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

1766060820

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: სოციალური სახლების მშენებლობა მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში 90 ეკომიგრანტ ოჯახს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ს...

სულხან თამაზაშვილი