პრეზიდენტი: მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა საკითხს შეეხო.
პრეზიდენტის განცხადებით, მართლმადიდებლობას ქართველებისა და სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მანვე ისაუბრა სოფლის მეურნეობის კუთხით ურთიერთობების განვითარებაზეც და დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობები განვითარდება.
„რაც შეეხება სერბეთს და საქართველოს. ეს ჩვენი ღირებულებები, ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელსაც როგორც ქართველებისთვის ასევე სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს მე მომეცემა საშუალება, რომ ვესტუმრო წმინდა ტაძარს ბელგრადში, მოვინახულო მისი უწმინდესობა, პატრიარქი. ამას ჩვენი ხალხისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები ვინც დღეს ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით როგორც სერბები, ასევე ქართველები, ვინც ვართ ხელისუფალნი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტი ურთიერთობა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო მჭიდრო და უფრო მეტად საქმიანი, რომ ძალიან ბევრი შეხება არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. თქვენ ისაუბრეთ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი საშუალება მიეცემა, როცა მე მექნება ჩემს გუნდთან საუბარი, საქართველოს ხელისუფლებასთან. იარაღის წარმოებაზე იყო საუბარი, სოფლის მეურნეობის დარგზე ისაუბრეთ და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში, გეოგრაფიულადაც და რელიეფურადაც. საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჯანსაღი პროდუქცია იწარმოებოდეს და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1766063563
ახალი ამბებიდოლარი უცვლელი დარჩა, ევრო კი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6979 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6979 ლარი იყო. გამყ...
1766062663
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებ...
1766060820
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: სოციალური სახლების მშენებლობა მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში 90 ეკომიგრანტ ოჯახს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ს...
1766060155
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები...
1766059806
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ და ახალი ომისთვის გვწირავს
ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, ვინც საქართველოსგან რ...





























